მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) – ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა – წარმოადგენს ურბანული და ადგილობრივი სივრცეების პოზიტიური ცვლილებისა და მომავლისათვის მზადების შესაძლებლობას. M4EG დაიწყო 2017 წელს აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით, ხოლო მიმდინარე ფაზის განმახორციელებელია გაეროს განვითარების პროგრამა.

ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც M4EG-ის წევრია, მიიღებს ახალ ცოდნას და ქსელში გაერთიანების შესაძლებლობას. ეს მოიცავს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ახალი თაობის გეგმებს, კომპლექსური გამოწვევების გადაჭრისათვის პროექტის ტრადიციული მიდგომიდან კომპლექსურ პროგრამულ მიდგომაზე გადასვლას, ინოვაციის სწავლებას და გრანტებს. აღნიშნულის განხორციელება უზრუნველყოფილი იქნება ურბანული სასწავლო ცენტრის მეშვეობით.

ძირითადი ასპექტები:
ძირითადი ასპექტები:
    • პროგრამა მოიცავს აღმოსავლეთის პარტნიორობის მუნიციპალიტეტებს.
    • 4 წლის განმავლობაში, ადგილობრივი ხელისუფლების 350-მდე უწყებას მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროგრამებში.
    • მინიმუმ 50 მუნიციპალიტეტი მიიღებს დახმარებას ახალი თაობის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების (LEDP) შემუშავებაში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.
    • მინიმუმ 12 შერჩეული მუნიციპალიტეტი შეისწავლის პროექტულიდან პორტფელის მიდგომაზე გადასვლას, რათა უკეთ უპასუხოს კომპლექსურ ადგილობრივ გამოწვევებს ურბანული დაგეგმარების, გენდერული პასუხისმგებლობისა და ინოვაციების ადგილობრივ დონეზე ინტეგრირებით.
    • 20 მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი გახდება საწყისი დაფინანსება ინოვაციებისთვის რათა გამოიკვლიონ, როგორი შეიძლება გამოიყურებოდეს ახლებურად წარმოდგენილი ქალაქი ან ქალაქის სივრცე. ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ ხელისუფლებას გადავიდნენ, შემუშავებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმების (LEDP) განხორციელებაზე, რაც პირველი ფაზის შედეგების მიხედვით, შემდგომ ხელშეწყობას საჭიროებს..
    • შემოგვიერთდით!