პორტფელი არის დამატებითი მეთოდი, რომელიც ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პრობლემების დაძლევაში, მაშინ, როცა ტრადიციული მიდგომები არასაკმარისია. ეს არის პრობლემების გადაწყვეტის ინსტრუმენტი ქალაქში ტრანსფორმაციული ცვლილებების მისაღწევად.

M4EG-ი იმუშავებს 12 შერჩეულ მუნიციპალიტეტთან მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელის შესაქმნელად და დინამიურად სამართავად, როგორც ადაპტირებული სწავლისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, რომელიც პასუხობს მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ რთულ გამოწვევებს.

იმის გამო, რომ ქალაქის სტრუქტურები ძალზე რთულია და მოიცავს მოქმედი პირებისა და ურთიერთობების სიმრავლეს, პორტფელის შექმნის პროცესი გულისხმობს ქალაქების ჩართვას ურბანული გარდაქმნის შემეცნებით პროცესში, რომლის მიზანია შეიქმნას დინამიური და მდგრადი ურბანული სივრცეები, სადაც მუნიციპალიტეტები შეძლებენ გაზარდონ ეკონომიკური შესაძლებლობები და ხელი შეუწყონ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების დინამიურ განვითარებას განსხვავებული ფორმებითა და განსხვავებული შეხედულებების გათვალისწინებით.

შერჩევის კრიტერიუმები

ქვემოთ წარმოდგენილია შერჩევის კრიტერიუმები ინტერესის გამოხატვის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

01

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უნდა მდებარეობდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

02

ადგილობრივი ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა („მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში შექმნილი)

03

სისტემური აზროვნების მიდგომის ცოდნის დემონსტრირება, წინა სამუშაო გეგმისა და პროგრამების საფუძველზე;

04

ახალი მიდგომებისა და ინოვაციების ხელშეწყობისადმი მზაობის ნათელი დემონსტრირება, რაც გამოიხატება დაინტერესების ხარისხითა და საცდელი პროექტებისთვის გამოყოფილი დროით.

05

ინოვაციური მიდგომების განხორციელებისთვის საჭირო რესურსი, რომელიც გამოიხატება გამოყენებული ინოვაციური მიდგომებისა და ინსტრუმენტებით, ტექნიკური ან/და საკოორდინაციო რესურსებით, რომელიც გამოყენებულ იქნა წინა პროექტებში, კონკრეტული და გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.

06

განხორციელებული სათემო განვითარების პროექტების დადებითი გავლენა, რომელიც დასტურდება სათანადო მასალებით;

07

მუნიციპალიტეტის მენეჯერული რესურსი მოქალაქეებთან ერთად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების შემუშავებისათვის, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჩართულობის მაღალ ხარისხს, რომელიც დასტურდება სათანადო მასალებით, და მოიცავს ერთობლივი სამუშაოს დამადასტურებელ მასალებს, მაგ. ჯგუფური სამუშაოების მასალებს, ა.შ.

08

გარკვეული გამოცდილება მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის მიდგომის გამოყენების ან ინოვაციებზე მუშაობისა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.