რამდენადაც ქალაქის სტრუქტურები კომპლექსურია და გამოირჩევა მონაწილე მხარეებისა სიმრავლით და მრავალფეროვნებით, M4EG-ის პროექტი ყურადღებას ამახვილებს „ურბანულ განახლებაზე“, მოქნილი, სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი ურბანული სივრცის შექმნაზე, სადაც ქალაქებს უფრო მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები და დინამიური საზოგადოება ეყოლება მრავალფეროვანი და ნათელი ხედვით.

Learning path

ადგილობრივი თვითმმართველობები ისარგებლებენ ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებით და ფინანსებზე წვდომით, რაც დაეხმარება მათ კრიზისის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში, რათა გაუმჯობესდეს, გარემოზე უფრო ორიენტირებული გახდეს, გაძლიერდეს გენდერული საკითხების ინტეგრაცია და ჩართულობა, დაინერგოს მეტი ინოვაცია ურბანულ დაგეგმარებაში.

სასწავლო შესაძლებლობები ხელმისაწვდომია ურბანულ საგანმანათლებლო სექციაში დამატებით ინფორმაცია ასევე M4EG ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ მოიძიოთ.

Financial opportunities

პორტფელის შექმნის გზაზე მუნიციპალიტეტები შეისწავლიან ინოვაციური მიდგომებს, როგორიცაა სოციალური საკითხების კვლევა (social listening) და ანალიზი (sensemaking), კომპლექსური პროგრამების დიზაინი და სხვა, რათა უკეთ გაითავისონ და გაანალიზონ ადგილობრივი მოსახლეობის, თემის საჭიროებები და შეიმუშაონ განვითარების კონკრეტული ინიციატივები მუნიციპალური გარდაქმნის პროცესში. 2 წლის განმავლობაში, მინიმუმ 12 მუნიციპალიტეტი ისარგებლებს პორტფელის შემუშავებით და მისი განხორციელებით. საერთო ჯამში, მინიმუმ 50 ინიციატივა განხორციელდება ქალაქების ურბანული ცვლილებების მხარდასაჭერად. 2021 გამოცხადებული ინტერესის გამოხატვის კონკურსის შედეგად შეირჩა 6 ქალაქი. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შესაბამის ქვეყანის წარმომადგენლობას.

Innovation mentorship

M4EG-ს ინიციატივის მხარდაჭერით განხორციელდება 14-20 მცირე მასშტაბიანი ინოვაციურ პროექტს. მათი ნაწილი შეირჩა 2021 წელს 2022-ში განხორციელებისთვის. მცირე მასშტაბიანი ინტერვენციებისთვის ხელმისაწვდომი დაფინანსება შეადგენს 60,000 ევროს თითოეული პროექტისთვის.

ინოვაციების წლიური კონკურსი გაიმართება თემაზე „ურბანული განახლება – ქალაქში ცხოვრების ახლებური ხედვა“. მონაწილეების შერჩევა მოხდება ინტერესის გამოხატვის შესახებ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე. ურბანული განახლება ფოკუსირებულია მოქნილი, სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი ქალაქების და თემების შექმნაზე, მუდმივად მზარდი ეკონომიკური შესაძლებლობებით და ენერგიული სოციალური ცხოვრებით.

რას მიიღებენ ქალაქები?
  • გადამზადებას: ადამიანზე ორიენტირებულ დიზაინსა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის მიდგომებზე
  • გრანტს: შერჩეული ქალაქები მიიღებენ დაფინანსებას მცირე მასშტაბიანი ინიციატივებისთვის 60,000 ევრო თითოეულ პროექტზე.
  • მენტორობა: პროცესს გაუძღვება გლობალური ორგანიზაცია Center for Public Impact/CPI (საზოგადოებრივი გავლენის ცენტრი), რომელიც მუშაობს მთავრობებთან, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან მთელს მსოფლიოში, რათა დაეხმაროს ქალაქებს პრობლემების გადაჭრაში.
  • სწავლებას: კოლეგებთან ურთიერთგაცვლისა და სიღრმისეული კვლევის მეთოდების გამოყენებით.
Urban Imaginaries local authorities

მენტორებთან მუშაობის გაცნობა – ურბანული გარდაქმნის პროგრამა გადადით ბმულზე

ევროკავშირის კონკურსი განაცხადების მიღებაზე M4EG -ის ფარგლებში გამოცხადდა 2021 წელს და შერჩეული კანდიდატები გამოვლინდა 2021 წლის ბოლოს

“სულ შერჩეულ იქნა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წარდგენილი 13 პროექტი“

კონკურსი დაყოფილი იყო 2 გეოგრაფიულ ლოტად და 1 ჰორიზონტალურ ლოტად.

ლოტ 1 და 2-ის კონკრეტული მიზნები იყო:

ადგილობრივი უპირატესობების გამოყენება ბიზნესის განვითარების სტიმულირებისათვის; ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებულ სტრატეგიულ მიმართულებებში ინვესტირება, ან ადგილობრივი ეკონომიკური მოდელების მდგრადობის ხელშეწყობა.

ფიზიკურ და რბილ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად; ახალი ბიზნეს შესაძლებლობების კვლევა (ე.ი. პლატფორმის ეკონომიკაა), რომელსაც პოტენციურად შეიძლება ჰქონდეს სისტემური და კატალიზატორის ეფექტი.

გარე ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, და ადგილობრივი ხელისუფლების წახალისება ინოვაციური/დიფერენცირებული დაფინანსების მოდელებით დაინტერესებისთვის.

მე-3 ლოტის კონკრეტული მიზნები:

M4EG- ის პირველი ფაზის ფარგლებში შემუშავებული ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მიმდინარე გეგმებზე მუშაობის შედეგად მიღებული ცოდნის გაზიარება.

არსებული პროექტების მონიტორინგი, განვრცობა, და სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა.

ყველა ლოტის ფარგლებში განაცხადები უნდა პასუხობდეს კონკურსის 3 პრიორიტეტს:

  • სოციალური ჩართულობა;
  • მწვანე ქალაქები;
  • კეთილდღეობა და ინოვაცია.