ურბანული სასწავლო ცენტრი (ULC) იქმნება „ერთი ფანჯრის“ პრინციპის სახით, უზრუნველყოფს სწავლების ეფექტურ პლატფორმას.
ეს მოიცავს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ახალი თაობის გეგმებს, პროექტიდან „ვარიანტების პორტფელის“ მიდგომაზე გადასვლას რთული გამოწვევების დასაძლევად, ასევე ინოვაციურ სწავლებას და გრანტებს.
ურბანული სასწავლო ცენტრის მიზანია დანერგოს ისეთი მიდგომები, რომლებიც გასცდება ‘business as usual’ ფარგლებს, რაც ასევე მოიცავს „ურბანულ განახლებასთან“ დაკავშირებულ ინსტრუმენტებსა და მიდგომების სპექტრს, მათ შორის, პროგნოზირებას, სოციალური მედიის ანალიზს და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, გააზრებას, ადაპტაციურ და მოქნილ მართვას, სწავლას, მონიტორინგსა და შეფასებას; ეს ყოველივე ორიენტირებული იქნება ადგილობრივ დონეზე მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგში წარმოდგენილი გლობალური მიზნების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაზე
ურბანული სასწავლო ცენტრი (ULC)