მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG) – ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა – წარმოადგენს ურბანული და ადგილობრივი სივრცეების პოზიტიური ცვლილებისა და მომავლისათვის მზადების შესაძლებლობას. M4EG დაიწყო 2017 წელს აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით, ხოლო მიმდინარე ფაზის განმახორციელებელია გაეროს განვითარების პროგრამა.
ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც M4EG-ის წევრია, მიიღებს ახალ ცოდნას და ქსელში გაერთიანების შესაძლებლობას. ეს მოიცავს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ახალი თაობის გეგმებს, კომპლექსური გამოწვევების გადაჭრისათვის პროექტის ტრადიციული მიდგომიდან კომპლექსურ პროგრამულ მიდგომაზე გადასვლას, ინოვაციის სწავლებას და გრანტებს. აღნიშნულის განხორციელება უზრუნველყოფილი იქნება ურბანული სასწავლო ცენტრის მეშვეობით.